ავტოსკოლა „ New drive academy “ დაარსდა 2013 წელს, ამ პერიოდის განმავლობაში ათასობით მოსწავლეს დავეხმარეთ მართვის მოწმობის აღებაში. ჩვენგან გასული მოსწავლეებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და არიან კანონმორჩილი მძღოლები.

ავტოსკოლაში დაგხვდებათ კომფორტი, ლამაზი გარემო, მარადღიმილიანი პერსონალი, მაქსიმალური სიმარტივე, ინფორმაციის და ყოველი დეტალის მაქსიმალურად მიწოდება მომხმარებელს, ყველაფერი ის რაც ხელს შეგიწყობთ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად ისწავლოთ.

ჩვენს გუნდს აქვს დასახული ძირითადი მიზნები და სამომავლო გეგმები, რომელსაც ყოველდღიურად ვანხორციელებთ, გვაქვს ჯანსაღი ამბიცია ვიყოთ პირველები. ჩვენს მთავარ ღირსებას წარმოადგენს მომსახურება და ხარისხი, რასაც თითოეული მომხმარებელი იღებს, შემდეგ კი ჩვენს შესახებ გადასცემს პოტენციურ კლიენტებს.

– სწავლის მეთოდი
რა თქმა უნდა სწავლის მეთოდის სწორ შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. ვეწინააღმდეგებით დაზეპირებასა და ნებისმიერი საკითხის გაუზრებლად დატოვებას, ჩვენს მოსწავლეებს არ ებადებათ კითხვა თუ რამდენი ბილეთი უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ არ მოგეთხოვებათ არც ერთი ბილეთის სწავლა, ბილეთებით უნდა ივარჯიშოთ მას შემდეგ, რაც მოისმენთ კონკრეტულ თეორიულ ნაწილს და გაიგებთ რას ან რატომ ნიშნავს თითოეული ნიშანი.
ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზანს კომფორტულ გარემოში ძალიან მარტივად.

– მართვის მოწმობის კატეგორიები
კატეგორიებში ბილეთები შემდეგნაირად ნაწილდება:
A, A1 კატეგორიები 813 ბილეთი
B, B1 კატეგორიები 1 032 ბილეთი
C კატეგორია 1 034 ბილეთი
C1 კატეგორია 1 022 ბილეთი
D კატეგორია 932 ბილეთი
D1 კატეგორია 915 ბილეთი
T, S კატეგორიები 970 ბილეთი
ტრამვაის კატეგორია 947 ბილეთი
B+C1 სამხედრო კატეგორია 1 401 ბილეთი