– რას ნიშნავს კატეგორია?
A ან B კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა:
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV 100/ა), ფსიქო. პირადობის მოწმობა ID ბარათი . გამოცდაზე გასვლის საფასურის ბანკში გადახდის ქვითარი (57 ლარი, გადახდა ხდება იქვე, ლიბერთი ბანკის ფილიალში).
სხვა კატეგორიების მოწმობის მისაღებ გამოცდებზე, აღნიშნულ სიას ემატება კიდევ ერთი სავალდებულო დოკუმენტი — შესაბამისი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვის პროფესიული მომზადების დამადასტურებელი ცნობა.
არასრულწლოვნების (17 წლამდე) სავალდებულო საბუთების სიას ემატება:
დაბადების მოწმობის დედანი (ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი).;
თანმხლები მშობელი (ან მშობლის თანხმობა, დამოწმებული ნოტარიულად);
საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა
17 წლამდე, ასევე სტუდენტის სტატუსის მქონე პირები თეორიულ გამოცდაზე გასვლისას სარგებლობენ სპეციალური, 17-ლარიანი ტარიფით.

– რას ნიშნავს თემა?
თემა არის ბილეთების ჯგუფი, რომელიც მოიცავს თეორიული კურსის ყოველდღიურობას. მაგალითად, ამკრძალავი ნიშნები, მარეგულირებლის სიგნალები და ა.შ. თემებად დაყოფა ამარტივებს თეორიის საკითხების შესწავლას. სულ არის 32 თემა.

– რამდენი ხანი აქვს ვადა ჯანმრთელობის ცნობას?
ჯანმრთელობის ცნობის გამოყენება და მომსახურების სააგენტოში წარდგენა შეგიძლიათ აღებიდან 6 თვის განმავლობაში.

– რა ენაზე ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა?
თეორიული გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ 8 ენიდან ნებისმიერზე. ეს ენებია: ქართული, აფხაზური, აზერბაიჯანული, ინგლისური, სომხური, ოსური, რუსული და თურქული.

– როგორ ვნახო ტესტები უცხო ენაზე?
ტესტები ხელმისაწვდომია, ყველა იმ ენაზე, რომელზეც შეგიძლიათ გამოცდის ჩაბარება. უნდა იპოვნოთ საიტზე გადამრთველი, რომლითაც აირჩევთ სასურველ ენას.

– იცვლება თუ არა პრაქტიკის გამოცდის წესი? ემატება ქალაქში ტარება?
ამ ეტაპზე პრაქტიკაში ცვლილება არ არის, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ქალაქში მართვის დამატებაც.

– როგორ ვივარჯიშო მხოლოდ იმ თემებში, რომლებიც ნასწავლი მაქვს?
ეს ძალიან მარტივია, მონიშნავთ მხოლოდ იმ თემებს, რომლებიც ნასწავლი გაქვთ და ჩაირთვება შესაბამისი ბილეთები.

– როგორ ვიპოვო მართვის მოწმობის სავარჯიშო მობილური აპლიკაციები?
მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის. იპოვეთ Play Store-ში ან გადმოწერეთ ამ ბმულიდან.

– ბოლო გამოცდის ჩაბარების დღიდან რამდენ ხანში მომცემენ მართვის მოწმობას და სად ?
ბოლო გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში თბილისში გ.ქავთარაძის ქუჩაზე 5 ნომერში, მომსახურების სააგენტოს ოფისში აიღებთ მართვის მოწმობას.

– რამდენჯერ შემიძლია გასვლა თეორიულ გამოცდაზე და რამდენ ხანში?
თუ ვერ ჩააბარებთ თეორიული გამოცდას, დამატებით გამოცდაზე დაიშვებით შვიდი დღის შემდეგ და გამოცდაზე დაშვების საფასურს იხდით ახლიდან – კოდი 003 – ღირებულება 40 ლარი.

– თეორიულ გამოცდაზე რამდენი კითხვაა, რამდენი ხანი მიმდინარეობს გამოცდა და რამდენი შეცდომის დაშვების უფლება მაქვს?
თეორიულ გამოცდაზე არის 30 კითხვა, კითხვებზე პასუხების გასაცემად გეძლევათ 30 წუთი, 30 კითხვიდან მინიმუმ 27-ს სწორად უნდა გასცეთ პასუხი, 4 არასწორი პასუხი ჩაჭრის ტოლფასია.